აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის ფანმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა – 22 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულია – 35 740 პირი.

,,კლინიკა დატოვა -11-მა პაციენტმა
– კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზე) –
3 ინფიცირებული.
კლინიკაში მკურნალობს 111 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში -14 პირია მოთავსებული, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 78″,- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები