რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 147-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.998-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარა – 4, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – 4, შიდა ქართლი – 7, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 18, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.დ
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთა განმარტებით ბოლო 24 საათის განმავლობაში ცაგერში, ლენტეხშ, ონისა და ამბროლაურში კოვიდინფიცირების არცერთი დადასტურებული შემთხვევაა. „მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი ტესტირება რამდენიმე მოქალაქეს ჩაუტარდა, დადებითი შემთხვევები არ გვაქვს“,-განაცხადა „რეგიონულ კვირასთან“ ლენეტეხის ეპიდემიოლოგმა ლამზირა ბენდელიანმა.