ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 27 დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან იმერეთში – 27 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც: 1 421 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში – 275.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის იმერეთში – 84. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან იმერეთში – 12. 125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 4 – იმერეთში.
949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ვირუსით ქვეყანაში კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა.