გრემის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს 8 მარტი მიულოცეს
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი სოფელ გრემში მოხუცებულთა სახლს ესტუმრნენ, ბენეფიციარ ქალბატონებს თაიგულები გადასცეს და 8 მარტის დღესასწაული მიულოცეს. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი თქმით, გრემის მოხუცებულთა სახლმა რამდენიმე თვეა, რაც ფუნქციონირება დაიწყო ყვარლის მუნიციპალიტეტში. ამჟამად, გრემის მოხუცებულთა სახლში კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 5 ბენეფიციარი ცხოვრობს.