ქალთა დღესასწაულების კვირეულის ფარგლებში, ლაგოდეხის მერიამ ვეტერან ქალებს 200 ლარი აჩუქა

ლაგოდეხის მერიამ ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით ომის ვეტერან ქალებს ერთჯერადად 200 ლარი საჩუქრად გადასცეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”  მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მერმა დედის დღე აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის მაია მოსაშვილის დედას პირადად მიულოცა.

“ჯონდო მდივნიშვილმა დედის დღე აფხაზეთის ომში დაღუპულ მაია მოსაშვილის დედას პირადად მიულოცა და ყვავილებთან ერთად სასურსათო პაკეტი გადასცა.
ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მეორე მსოფლიო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლმა ქალბატონებმა მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრად 200 ლარის ოდენობის თანხა მიიღეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები