როგორია ხობში ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიხუში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით მ, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ,,აუდის” მარკის ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და ერთი მგზავრი დაშავდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ხობის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები