ბათუმში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ბათუმში, საცხოვრებელ სახლს, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობდა ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო.
საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. როგორც უწყებაში განაცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა სამი მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც ბათუმის მერიაში ,,რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, შეიქმნება შესაბამისი კომისია და ზარალს უახლოეს პერიოდში დაითვლიან. ოჯახები დროებით საცხოვრებელში არიან გადაყვანილები.
შს სამინისტროს განცხადებით ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს – რაც სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები