რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევაა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 234 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 135 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

იმერეთი – 27, შიდა ქართლი – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 12, აჭარა – 10, გურია – 7, ქვემო ქართლი – 4, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტბის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთა განმარტებით ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში ბოლო 24 საათის მანძილზე კოვიდინფიცირების არცერთი დადასტურებული შემთხვევაა, ერთი ახალი დაინფიცირება კი ამბროლაურს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები