კახეთში კოვიდინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ქვეყანაში გამოვლენილი 234 კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევიდან 12 კახეთში გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია,
მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 234 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 135 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – 4, შიდა ქართლი – 23, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1″,- ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 576 პირი ემსხვერპლა.