ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 4-ით გაიზარდა
ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ ვებგვერდზე Stopcov.ge გაავრცელა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 234 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 135 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – 4, შიდა ქართლი – 23, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1”, – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.