რა შეზღუდვები უქმდება ხვალიდან – დეტალურად
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ხვალიდან, 8 მარტიდან კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.
✅ სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება;
✅ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, რესტორნებს (შაბათ-კვირის გარდა) სტუმრების მიღება შიდა სივრცეებშიც შეეძლებათ;
✅ არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, როგორც მოლები, ასევე ბაზრობები, მუშაობა განაახლებენ.
ერთი კვირის შემდეგ, შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება და:
✅15 მარტიდან განაახლებენ მუშაობს სპორტული დარბაზები;
✅ სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება;
✅ ასევე, 15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები;
✅ თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.
🚫 ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.