ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე თავისუფალია ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც.