სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 4 პირი დაინფიცირდა. სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 706-ა მიაღწია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული ახალი შემთხვევები რეგიონის მიხედვით ასე ნაწილდება:
3 ადიგენში და
1 ბორჯომში.
თვითიზოლაციაში იმყოფება 32 პირი:
ადიგენის – 11 პირი;
ახალქალაქი – 6 პირი;
ბორჯომის – 15 პირი.
ცნობისთვის, კოვიდ კლინიკაში 13 პაციენტი მკურნალობს.
ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 622 გახდა.