დევნილებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა გადაეცათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 27 დევნილს ხელის ტრაქტორი გადასცა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯადაცვის სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვლი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა დუგლაძე დაესწრნენ.

დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

დევნილებმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და თვითდასაქმებისთვის საჭირო ტექნიკა, ხელსაწყოები და დანადგარები თავადვე შეარჩიეს. საკუთარი საქმიანობის წამოწყების მიზნით, საგრანტო პროგრამაში 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები მონაწილეობდნენ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დევნილთა სააგენტომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, ჯამში, 400-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი დააფინანსა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები