კახეთში კორონავირუსის 19 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კოვიდ-19-ის ინფიცირების 355 შემთხვევიდან, 19 კახეთში დადასტურდა.
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა – 17, იმერეთი – 48, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 30, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10″,- აღნიშნულია განცხადებაში.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 567 პირი ემსხვერპლა.