მაკა სულაძე რიონის ხეობაში მისულ მინისტრებს – „დიდი საყვედური დაგვიანებისთვის, ბატონებო და ქალბატონებო”

ეკონომიკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებს“ შეხვდნენ და ადგილობრივებს გაესაუბრნენ.

„მადლობა იმისთვის, რომ მშვიდი შეხვედრა გვაქვს. შედეგი აუცილებლად დადგება. გეთანხმებით, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. რადგან თვლით, რომ ხელშეკრულებაა პრინციპული საკითხი და ყველა პუნქტი უნდა განიმარტოს, ჩვენც მოგყვებით ამაში და დავიწყოთ ხელშეკრულებით. ჩათვალეთ, რომ ყველაფერს გადავდებთ და ამ საკითხებზე ვიქნებით მომართული. მომავალ კვირას შევხვდეთ, არ გადავდოთ“, – განაცხადა თურნავამ.

შეხვედრაზე აქციის მონაწილე მაკა სულაძემ მინისტრებს მიმართა და უთხრა, რომ მათ მოსახლეობასთან შეხვედრა დააგვიანდათ.

„დიდი საყვედური ჩემგან დაგვიანებისთვის, ბატონებო და ქალბატონებო, იმდენად დაგაგვიანდათ, რომ ორჯერ სპეცრაზმმა მოგასწროთ და ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩვენთვის, როდესაც მე ჩემი ხელით ავირჩიე თქვენი ხელისუფლება და უცხოური კომპანიის თვალწინ ჩვენი ქვეყნის დამცველებს შეურაცხყოფას გვაყენებდნენ“, – განაცხადა მაკა სულაძემ.

შეგახსენებთ, მინისტრებმა პრემიერ-მინისტრის დავალებთი ცაგერში, მოსახლეობასთან „ნამახვანჰესის“ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები