ნამოხვანში მინისტრებსა და ადგილობრივებს შორის შეხვედრა დასრულდა. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ჰესის მოწინააღმდეგეების შენიშვნებს ადგილზე გაეცნენ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ თემაზე სასაუბროდ საჯარო შეხვედრა მომდევნო პარასკევს გაიმართება, რომელსაც ყველა დაინტეტესებული მხარე დაესწრება. შეხვედრაზე ადგილობრივებმა მთავრობის წევრებს უთხრეს, რომ მათ ადგილზე მისვლა დააგვიანეს და რომ მათ სპეცრაზმელებმა დაასწრეს. ჰესის მოწინააღმდეგებმა შეხვედრამდე კომპანიის მუშაობის შეჩერება მოითხოვეს.
“მზად ვართ შევხვდეთ და მივაწოდოთ ჩვენი შენიშვნები, იქამდე მოვითხოვთ, კომპანიამ შეაჩეროს მუშაობა. თუ შეხვედრაზე არ მივიღებთ პასუხს, რომ “ენკა” დატოვებს ხეობას, მაშინ 14 მარტის აქცია ძალაში რჩება”-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მზად არიან გაიარონ ყველა საკითხი, შეხვდნენ ყველა დაინტერესებულ პირს, რადგან ასეთი დავალება აქვთ პრემიერ-მინისტრისგან.