ქალთა დღესასწაულების კვირეულის ფარგლებში კონსტანტინე თავზარაშვილი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ქალებს შეხვდა
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი 2008 წლის ომის შედეგად დაზარებულ სოფლებში მცხოვრებ ქალბატონებს შეხვდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან ანცობეს.
შეხვედრა ფონდი „ტასოს“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქალები თემის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში და დევნილთა დასახლებებში არსებული პრობლემები. საუბარი შეეხეო იმ პროექტებსაც, რომლებიც სოფლებში და დევნილთა ჩასახლებებშია დაგეგმილია ან მიმდინარეობს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, მე ყოველთვის მზად ვარ და მირჩევნია ადგილზე არსებული მდგომარეობისა თუ საჭირო პროექტების შესახებ ადგილობრივებისგან მოვისმინო. მათ უკეთესად იცინ, რა სჭირდებათ, რა შეუმსუბუქებთ ყოფა – ცხოვრებას, განსაკუთრებით ქალბატონებს. მიხარია, რომ ასე აქტიურად არიან ჩართულები საკუთარი სოფლების საჭიროებების განსაზღვრაში. ქალბატონების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი ყოველთვის სწორ აქცენტებს აკეთებენ. მივინიშნე ყველა ის პრობლემა, რაც მათ აწუხებთ და ყველანაირად ვეცდები მოვაგვარო. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ძალიან ბევრი რამ კეთდება, სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს აქ მცხოვრებ ადამიანებს მაქსიმალურად შუწყოს ხელი და დაეხმაროს, ჩვენი მხრიდანაც, ასეთი მიდგომაა და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ამ ადამინაებმა უნდა იგრძნონ, რომ ჩენ მათთან ერთად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კონსტანტინე თავზარაშვილმა და გამოთქვა მზაობა, მსგავსი ფორმატით შეხვედრების გაგრძელების.