აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე სასტუმრო გალოგრეს საკონფერენციო დარბაზში აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანების (ამაგების) თავმჯდომარეებს შეხვდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სულ რეგიონში ჩამოყალიბებულია 46 ამაგი.
“შეხვედრის მიზანი იყო, სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გაცნობა, სამინისტროსა და ფერმერთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და თანამშრომლობის განმტკიცება.
მინისტრმა შეხვედრაზე ამაგების შემდგომ განვითარებაზე და ჩართულობაზე ისაუბრა, რათა დღევანდელი პანდეემიის პირობებში, არცერთი გამოწვევა არ დარჩეს გადაუჭრელი. წარდგენილი იქნა პრეზენტაცია სამინისტროს 2021 წელს განსახორციელებელი პროგრამების შესახებ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.