ხობში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის, საჯიჯაოს და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“დასახლების საერთო კრებებს და მოსახლეობასთან კონსულტაციებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაუჭირეს მხარი.
მერმა კრების მონაწილეებს მუნიციპალიტეტის დასახლებებში განხორციელებულ, მიმდინარე, დაგეგმილ პროექტებზე და მუნიციპალურ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოუყო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები