ონში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

5 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, პირველ მოადგილესთან გიორგი მახათაძესთან ერთად , გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს „ ცოტნე”, შპს „ევროტექნიკსი’, შპს „ ამს ტექნიკსი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის” , შპს „ რაჭა 2005″, შპს „ ოვრო”, შპს „ ჯეი ემ კომპანი”, შპს „ მპტ”, შპს „ დელტმშენი” და შპს „ ონის სერვის ჯგუფი” წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხარისხზე , დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები