ნათია თურნავა: კაშხლები მთელს მსოფლიოში იცავს და “ნამახვანის” შემთხვევაშიც დაიცავს ხეობას, მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება

შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი და აუცილებელიც. ცოტა დაგვიანებული გამოდგა, ვეთანხმები მოსახლეობას, მაგრამ მაინც დიდი დადებითი შედეგის მომტანი იყო, – ამის შესხებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან, „ნამახვანიჰესთან“ დაკავშრებით გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალსიტებთან განაცხადა.

„ბევრ კითხვაზე, რომელიც დღეს „ნამახვანიჰესის“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ისმის, არსებობს პასუხები. ჩვენმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ გრავიტაციული კაშხლის დანგრევის არცერთი პრეცენდენტი არ არსებობს მსოფლიოში. ამის შანსი არის 1 – მილიარდთან მიმართებით. ასევე, არ შეესაბამება სინამდვილეს ინფორმაცია ქანდბის სპეციფიკასთან დაკავშირებით.
კაშხლები, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში ასევე, “ნამახვანის” შემთხვევაშიც დაიცავს ხეობას მეწყრული პროცესებისგან. ის აპოკალიფსური სურათი, თითქოს წამოვა რაღაც ტალღა, ფანტაზიის ნაყოფია, რომელიც არასწორად ვრცელდება და შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში.
მთლიანობაში შეხვედრა ძალიან კარგი გამოდგა. ჩვენ რადენიც შევძელით ამ ფორმატში იმდენ კითხვას გავეცით პასუხი, მაგრამ ამით შეხვედრები არ მთავრდება,“ – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები