ყაჩაღობა ოზურგეთში – სუპერმარკეტიდან ნიღბიანმა პირმა დანის მუქარით თანხა წაიღო

ოზურგეთში სუპერმარკეტი “მოდერნი” დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოლარე ოპერატორისგან მძარცველმა 1000 ლარი წაიღო.

როგორც “რეგიონულ კვირას” ადგილზე განუცხადეს, მძარცველს ნიღაბი ეკეთა და დანით იყო შეიარაღებული.

ადგილზე ამ მომენტისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები