კოვიდინფიცირების 390 ახალი შემთხვევიდან 71 იმერეთში დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 390 ახალი შემთხვევიდან იმერეთში – 71 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 420, საიდანაც 1 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 230.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 264 პირი მათგან 71 იმერეთში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან იმერეთში – 10.
154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 9 – იმერეთში. 887 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.