აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 160 პაციენტი. მათ შორის მძიმეა 28 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 2 პირი იმყოფება.
დღეის მონაცემებით აჭარაში კოვიდ სასტუმროებში მოთავსებულია 35 პირი, საკარანტინო სივრცეში 19, თვითიზოლაციაში კი 449 მოქალაქე რჩება.