კახეთში კოვიდ 19-ის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი 390 კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევიდან 16 კახეთში გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაცია,
მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 390 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 33, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -2”,- ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში კი 3 563 პირი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები