სოფელ ფარავანში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა
ძლიერმა ქარმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავანში ხუთი ოჯახის საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. შემთხვევა დღეს, საღამოს საათებში მოხდა.
როგორც ადგილობრივები „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აცხადებენ, სახურავების გარდა, ელექტროგადამცემი ბოძებიც დაზიანდა.
ძლიერი ქარის გამო დაზარალებული ოჯახები აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
„დენის ბოძები უკვე გაკეთებულია და მოსახლეობას დენი ჩეულებრივად მიეწოდება. რაც შეეხება სახურავებს, ჯერ ზარალს დავითვლით და მერე გაირკვევა ყველაფერი. რა თქმა უნდა მოსახლეობას ჩვენც დავეხმარებით“,- აცხადებენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავანში, დღეს, 4 მარტს, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძებიც.