„ტურიზმი მარტო სტუმრის მიღება კი არა, მთელი ინდუსტრიაა“-საოჯახო სასტუმროს კოლორიტი მეპატრონეები ონიდან

რაჭაში, ონში, ქალაქის განაპირა მხარეს მდებარე საოჯახო სასტუმრო „ბარაკონში“ მისულ „რეგიონული კვირა“-ს გადამღებ ჯგუფს -პატარა ეთნო მუზეუმი, უძველესი ნივთები, ცნობილი ადამიანების ფოტოები, საუკუნოვანი უნიკალური ბიბლიოთეკა, ქართველი და უცხოელი ტურისტების სამადლობელი ბარათები, რაჭული სტუმართ-მასპინძლობა და დიდი სახლის შემოქმედი დიასახლისი ანნა ერისთავი, მეუღლესთან რობინზონ კერვალიშვილთან ერთად შემოგვეგება.
მასპინძელი ცოლ-ქმარი ჰყვებიან, რომ საოჯახო სასტუმროს იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ონში ჩასულ ამერიკელ სტუმარს , რომელიც ერთ-ერთ სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა, უმასპინძლეს. საქმე წამოიწყეს, „აწარმოე საქართველოდან“ დაფინანსება მიიღეს და ახლა ერთდროულად 20 ტურისტს წელში გამართული მასპინძლობენ.
„ტურიზმი მარტი სტუმრის მიღება-გასტუმრება არაა, ის მთელი ინდუსტრიაა, როცა შენთან ვინმე ღამის გასათევად და კუთხის სანახავად მოდის ,მარტო სასტუმროს მეპატრონე კი არა, შენი ქვეყნის დესპანიც ხარ“,-ასე ხედავს თავის საქმეს ანნა, რომელიც ონის კოლორიტი, პოეტი, პროზაიკოსი და ყველასათვის პატივსაცემი ადამიანია, ანნა ერისთავი თავისი ნაწარმოებებით ქართულ ანთოლოგიაში არაერთგზის დაიბეჭდა. რობინზონი, ანას მეუღლე ,რაჭაში ძალოვან სტრუქტურებში დიდხანს მუშაობდა, მერე ტურიზმის კეთებას მეუღლესთან ერთად შეუდგა და კულინარიაც კარგად ესმის, სტუმართ-მასპინძლობაც, „ალექსანდროულის“ დაყენებაც და რაჭული ბუხრის პირას დინჯი საუბარიც.
ორივემ ერთი რამ დანამდვილებით იციან-„“თუ ადამიანებს შორის სიყვარული დაისადგურებს, ვერც საქართველოს და ვერც მსოფლიოს, ვერაფერი წაახდენს“.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები