გარე განათება,წყლის სისტემის მოწყობა,სანიაღვრე არხები- ონის 53 სოფელში მოსახლეობამ პრიორიტეტები განსაზღვრა
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ერთად, ფარახეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში- ფარახეთი, სევა, შარდომეთი, ჭიბრევი და ახალი ჩორდში იმყოფებოდა.
საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის მნიშვნელოვნი პრიორიტეტები განსაზღვრა და შემდეგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეარჩია-
შარდომეთში – გარე განათების, ჭიბრევში – სასმელი წყლის სისტემის და გარე განათების და სანიაღვრე არხების, ახალი ჩორდში – სანიაღვრე არხების, სევაში – შიდასასოფლო გზის, , სტადიონის და გარე განათების, ფარახეთში — წყლის სისტემის მოწყობა- რეაბილიტაცია. 2021 წლის 4 მარტის მონაცემებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 14 ადმინისტრაციული ერთეულის 53 სოფელში ჩატარდა.
„სოფლის მხარდაჭერის „პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში 10 მარტამდე გასტანს.