მარტვილში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.

“დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები ნაგვაზაოს, ინჩხხურის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.

შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია,  ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატები და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საერთო კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების და მემორიალის რეაბილიტაცია, სპორტული მოედნის,  სკვერის  და გარე განათების მოწყობა დაასახელეს.

2021 წელს მარტვილი მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 23 თებერვლიდან  4 მარტის ჩათვლით 20 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 74 სოფელში, 54 საერთო კრების სხდომა და 20 კონსულტაცია გაიმართა. მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტა, რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები