ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად მზად არიან
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამენ.
მათი თქმით, შეხვდებიან მინისტრებს და მათ პოზიციებს გაეცნობიან, თუმცა ამბობენ, რომ მოთხოვნა უცვლელი რჩება.
რიონისხეობის მცხოვრებლებს მოსალოდნენ შეხვედრის შედეგებზე საუბარი უჭირთ, რადგან ამბობენ, რომ არ იციან, მინისტრები რა შეთავაზებებით ჩავლენ.
“ცოტა ხნის წინ გავეცანით პრემიერი განცხადებას. ჩვრნც მზად ვართ, შევხვდებით, მოვისმენთ მათ შემოთავაზებას. ჯერ ვერაფერს ვიტყვით, რადგან არ ვიცით, რა წინადადები აქვთ, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა უცვლელი რჩება, უნდა გაუქმდეს ჰესის მშენებლობის ბრძანება და კომპანია “ენკამ” უნდა დატოვოს ხეობა. დანარჩენზე საუბარს შეხვედრის შემდეგ შევძლებთ”,- აცხადებენ ადგილობრივები.