“ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს მარტის ბოლოს განაახლებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, განცხადებით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს მარტის ბოლოს განაახლებს. ავიაკომპანია კვირაში 45 ფრენას 20 მიმართულებით შეასრულებს.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მარტის განმავლობაში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ კვირაში, დაახლოებით, 70 სამგზავრო ფრენა განხორციელდება, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში კვირის განმავლობაში 200 ფრენა შესრულდება.
„ვიზეარი“, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, განაახლებს მარტის ბოლოდან ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას. მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია „ვიზეარ აბუდაბი“ და ფრენებს შეასრულებს აბუ დაბი – ქუთაისი – აბუ დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით. მთლიანობაში გვაქვს შემდეგი სურათი, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რეგულარული სამგზავრო ფრენები მარტის განმავლობაში განხორციელდება კვირაში, დაახლოებით, 70 ფრენა სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში ეს იქნება 200 ფრენა კვირაში, მაშინ როდესაც თუნდაც გასული წლის აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10-12 სიხშირე კვირაში ანუ 7-ჯერ გაიზრდება ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა”- განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები