ხობში მოსახლეობამ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაასახელა- „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის, საგვიჩიოს, ზემო ქვალონის, ნოჯიხევის, პატარა ფოთის, ქვემო ქვალონის, შავღელეს და ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.

დასახლების საერთო კრება არის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

დასახლების საერთო კრებებს და მოსახლეობასთან კონსულტაციებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

მოქალაქეებმა ღია კენჭისყრით ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საპროექტო წინადადებებს დაუჭირეს მხარი.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო.
მუნიციპალიტეტის 32 სოფელში ჩატარდა დასახლების კრების სხდომა, ხოლო 16-ში გაიმართა მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაცია

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები