ბორჯომის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები გადასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 6 მოქალაქეს ეტლები გადასცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

ცნობისთვის, ეტლების შეძენა ბორჯომის მერიის თანადგომით, საერთაშორისო ასოციაციამ ააიპ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ უზრუნველყო.

შეგახსენებთ, რომ ეტლის გადაცემის მოთხოვნით მუნიციპალიტეტში 6 განცხადება იყო შესული, მერიამ მოქალაქეების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები