ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გაიმართა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ბადრი ესებუას უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, სხდომაზე მხარეებმა მხოლოდ შესავალი სიტყვა თქვეს. მისივე თქმით, სხდომაზე არ იყო წარმოდგენილი ბრალდების მხარის მხრიდან მტკიცებულებები, რის გამოც საქმის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

„მხარეებმა გავიარეთ შესავალი სიტყვა. დაცვის მხარემაც და ბრალდების მხარემაც თავიანთი პოზიცია დავაფიქსირეთ და შესაბამისად დღეს არ ყოფილა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. რის გამოც პროცესი გადაიდო გაურკვეველი ვადით. რადგან ეს საქმე მოცემულ ვითარებაში არ არის საპატიმრო საქმე“, – აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.

საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ამ დრომდე იძებნება. ესებუას წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები