რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 10 678 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 222 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 133 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 78 შემთხვევა, აჭარა – 3, იმერეთი – 20, ქვემო ქართლი – 1, შიდა ქართლი – 8, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 2, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეცალისტთა განმარტებით 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 ონს და 1 ამბროლაურს უკავშირდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა ცაგერსა და ლენტეხში

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები