ცხოველების უფასო ვაქცინაციის პროექტი – პარმენ მარგველაძე ’გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის” წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო რწმუნებულმა – პაპუნა მარგველიძემ ‘’გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია’’ (FAO)-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს,
მათი ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ახალი პროექტი, რომელსაც იწყებს ‘’გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია’’ რაც ითვალისწინებს სახელმწიფოსთან ერთად ცხოველების უფასო ვაქცინაციას ისეთ დაავადებებზე, რომელიც სახელმწიფოს გათვალისწინებული პროგრამებით ამ მომენტისათვის არ იფარება.
„აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას რეგიონში და სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებას. გლეხს მიეცემა შესაძლებლობას ჰყავდეს ჯანმრთელი ცხოველი.
შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც ‘’იდენტიფიკაცია რეგისტრაცია’’ პროექტის ხელმძღვანელი- მიხეილ სოხაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამსახურის ხელმძღვანელი- გაბრიელ ჩიკვაიძე და კომუნიკაციების ოფიცერი- ნინო თითბერიძე ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები