კახეთში კოვიდინფიცირების 2 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 133 ახალი შემთხვევიდან კახეთში 2 შემთხვევა დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 10 678 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 222 PCR ტესტით.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 133 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 78 შემთხვევა, აჭარა – 3, იმერეთი – 20, ქვემო ქართლი – 1, შიდა ქართლი – 8, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 2, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 212, საიდანაც: 1 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 709, აჭარაში – 160, იმერეთში – 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 249 პირი, მათ შორის, თბილისში – 106, აჭარაში – 23, იმერეთში – 64. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში – 61, აჭარაში- 2, იმერეთში – 10. 150 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 33 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 636 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 316 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 188, ხოლო აჭარაში – 24.

სულ 6 ოქტომბრიდან – 3 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 444 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 997 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 689 პირი, აჭარაში – 425, იმერეთში – 694“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები