სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 14 შემთხვევა დაფიქსირდა, 53 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 შემთხვევა დაფიქსირდა, 53 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები. ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს აგრძელებს 93 პაციენტი, მათგან ათის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 40 კოვიდინფიცირებული, მათ შორის ექვსის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ფოთის ჰოსპიტალში 27 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის სამის მდგომარეობა მძიმეა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ხუთი კოვიდინფიცირებული რჩება, ერთის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში ექვსი კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ხოლო სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 15 პაციენტი აგრძელებს რჩება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 53 კოვიდინფიცირებული. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 93 პირი.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები