აჭარაში კორონავირუსისგან 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა, დაინფიცირდა 3
ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რეგიონში დღემდე გამოჯანმრთელებული – 35 658 პირია. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით,
კლინიკა დატოვა 5-მა პირმა. ბათუმის კოვიდ-კლინიკაში მკურნალობას 119 ინფიცირებული გადის. მათ შორის კრიტიკულად იმყოფება
2 პაციენტი.
კოვიდ სასტუმროში – 33 მოქალაქეა, ხოლო
ონლაინ კლინიკაში – 74 ასამიანია მოთავსებული.