ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიამ სოციალურად დაუცველებისთვის ახალი ბილეთები დაამზადა

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიამ სოციალურად დაუცველებისთვის ახალი ბილეთები დაამზადა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი ამბობს, აღნიშნული დროებითია და მალე მოქალაქეები ელექტრონული სისტემით ისარგებლებენ.
“ეს ბილეთები გათვალისწინებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და ა.შ. მათ ეს ბილეთები აუცილებლად სჭირდებათ, რაღაც ხომ უნდა ჰქონდეთ, რომ ტრანსპორტში ღირებულება გადაიხადონ? უბრალოდ ჩავანაცვლეთ ის ძველი ბილეთები, რომლებიც იყო ყვითელი ფერის, ლურჯით. ფერშია აქ მხოლოდ სხვაობა, მეტი არაფერი მომხდარა. ეს ბილეთები საცდელად დავამზადეთ იქამდე, სანამ არ დაინერგება ელექტრონული სისტემა.
დაახლოებით 2-3 თვეში გადახდის სისტემა მოწესრიგდება. ეს არის ის ტექნიკურად საჭირო დრო, რაც სჭირდება მის დანერგვას, დატესტვას და ა.შ. იმიტომ, რომ ნებისმიერი პროგრამა გატესტვას საჭიროებს, შემდეგ ინსტალაციაც რომ საჭიროა? პლიუს ამას, საქმეს ართულებს ის რომ, საღამომდე, 20:45-მდე მუშაობს ტრანსპორტი და ალბათ, ღამე მოუწევთ მუშაობა ამ სისტემის დასაყენებლად.
იცით, რომ ბიუჯეტის მომსახურებაზე გამოცხადდა ტენდერი, ამ ტენდერში ჩავდეთ ის მომსახურებაც, რომ გამარჯვებულ ბანკს უნდა გაეკეთებინა სატრანსპორტო კომპანიის გადახდის სისტემა, რადგან ტენდერში “თიბისი ბანკმა” გაიმარჯვა (ღია ტენდერი), ელექტრონულ სისტემას ის გააკეთებს”,-განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები