ონში მრავალშვილიან დედებს დედის დღე სიმბოლური საჩუქრებით მიულოცეს
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილეებთან ერთად, დედის დღე მიულოცა მრავალშვილიან და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების ოჯახის მშობლებს სოფელ ღებში და ჯინჭვისში.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.