ბორჯომის მერიამ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს სამი მარტი მიულოცა

აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრების დედებს ოფელია გულიაშვილს, ევგენია მახარობლიძეს და ნანი მელიქიძეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დედის დღე პირადად მიულოცეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

“ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე სოსო რაზმაძე და კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე დაღუპული გმირების დედებს ოჯახებში ესტუმრნენ და ყვავილებთან ერთად ტექნიკის სახლის 100-ლარიანი ვაუჩერები გადასცეს”,-წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დედის დღესთან დაკავშირებით ბორჯომის მერიამ 96 მრავალშვილიან დედას საჩუქრად ფულადი თანხა, 150 ლარის ოდენობით გადასცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები