“ლოპოტა სპა რეზორტსის” დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა
ცნობილი ბიზნესმენი, „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა. მას სიმსივნე ჰქონდა. ბიზნესმენი მძიმე სენს ერთი წლის განმავლობაში ებრძოდა.
„ლოპოტა სპა რეზორტი“ 2008 წელს როგორც 7-ოთახიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო, დაარსდა.
დღეს “ლოპოტა სპა რეზორტი” 190-მდე ნომერს, რამდენიმე საცურაო აუზს, რესტორნებს, მარანს, ღვინოთეკას, სპა ცენტრს და სხვ. აერთიანებს.
გოგა მაისურაძე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ ყველაფერი 3000 დოლარით დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბანკები სესხებს თითქმის არ გასცემდნენ და არც არავის სჯეროდა, რომ იქ შეიძლება, ტურისტი ჩასულიყო. თუმცა გოგა მაისურაძემ ხორცი შეასხა იდეას და შექმნა ცნობილი ქართული ბრენდი, რომელსაც სახელი მისი მეგობრის, გია ფირადაშვილის რჩევით დაარქვა.
“დაახლოებით 3000 დოლარით დავიწყე, იდეის არავის სჯეროდა… ჩემი ხელით მომქონდა ქვები სასტუმროსთვის. ვაშენებდით, ვანგრევდით და ახლიდან ვაკეთებდით” – ამბობდა მაისურაძე.