ლენტეხის მერმა დედებს 3 მარტი პირადად მიულოცა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა
დედის დღე 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსანის, ალეკო ონიანის დედას რუსუდან გელოვანს პირადად მიულოცა.

მუნიციპალიტეტის მერი ასევე სოფელ ჟახუნდერში მცხოვრებ მრავალშვილიან- 8 შვილის დედას – სოფიკო დაშნიანსაც სომბოლური საჩუქრებით ესტუმრა და ბედნიერი დედობა უსურვა.

“მინდა ყველა დედას მივულოცო დღევანდელი დღე და ბედნიერი ცხოვრება ვუსურვო, ჩვენ დღეს გმირ დედებს სიმბოლური საჩუქრები გადავეცით და წარმატებები ვუსურვეთ“,-განაცხადა „რეგიონულ კვირასთან“ ბადრი ლიპარტელიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები