“თქვენი ყოველი დღე ყოფილიყოს იმედით, სიამაყითა და რწმენით სავსე” – ამბროლაურში მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცეს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ 3 მარტი  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დედის დღესთან დაკავშირებით ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები რამდენიმე ოჯახს პირადად გადასცეს.

“მინდა ყველა დედას დიდი პატივისცემით მოგილოცოთ დედის დღეს.
გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და წარმატებას.
ქალთა დღესასწაულები სიმბოლურად გაზაფხულის პირველ დღეებს ემთხვევა, გაზაფხული კი სილამაზის, ახალი სიცოცხლისა და სიხარულის მომტანი თვეა.
გისურვებთ თქვენი ყოველი დღე ყოფილიყოს იმედით, სიამაყითა და რწმენით სავსე!
ღმერთმა გაამრავლოს და გააძლიეროს რაჭა და სრულიად საქართველო”, – განაცხადა ზვიად მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები