საგარეჯოს მერიამ დედებს 3 მარტი მიულოცა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ლალიაშვილმა და ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო შაქარაშვილმა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად, 4 ოჯახს, დედის დღესთან დაკავშირებით, საოჯახო ტექნიკა გადასცეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, დედებს საჩუქრები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის ფარგლებში გადასცეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები