ახალციხეში მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცეს

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდა მრავალშვილიან დედებს დედის დღე დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ახალციხის მერიიდან აცნობეს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 90 მრავალშვილიან დედას, რომლებსაც 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, საჩუქრად ყვავილები და საოჯახო ნივთები გადაეცათ.

მერიის თანამშრომლების ინფორმაციით, მრავალშვილიანი დედები ოჯახებში პირადად მოინახულეს და დედის დღე მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, მერის მოადგილეებმა რუბენ კარაპეტიანმა და ალექსი ზედგინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა და საკრებულოს დეპუტატებმა.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის, გენდერული თანასწორობის განყოფილებისა და ქალთა ოთახის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები