“ჯორჯიან მანგანეზმა” ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნაში დასაქმებულ ქალბატონებს “დედის დღე” მიულოცა

“ჯორჯიან მანგანეზმა” იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირთან ერთად, ფეროშენადნობთა ქარხნაში დასაქმებულ ქალბატონებს “დედის დღე” ორიგინალურად მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

კომპანიის სახელით სასაჩუქრე პაკეტი საწარმოში დასაქმებულ 180 ქალბატონს გადაეცა. პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა, ქალბატონებს საჩუქრად საოჯახო ტექნიკა, ქარხნის ხელმძღვანელობამ კი მათ ტკბილეული, ქართული ღვინის ნაკრები და ყვავილები გადასცა.

“ქართული მეტალურგიული სფეროს განვითარებაში, მამაკაცებს ქალბატონები ტოლს არ უდებენ, ფეროში ყოველთვის დაფასებული იყო ქალბატონების როლი. თამამად ვიტყვი, რომ მათდამი პატივისცემას კომპანია მხოლოდ ქალთა დღესასწაულებზე არ გამოხატავს. გულით ვულოცავ ჩვენ ყველა დასაქმებულ ქალბატონს ამ დღესასწაულს. ვუსურვებ, ოჯახურ სიმტკიცეს და სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრებას”,- აღნიშნა ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელმა, ვასილ გველესიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები