გურიაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ საიტზე Stopcov.ge გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 14742 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10607 PCR ტესტით.
სამი მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271739-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა -265805 – მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3541 პირი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები